logo
ENG



ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა 

21 ნოე 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/kl3957s5yku90pm.png
Reuters

ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფებს ეძებენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.

ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტომ (BNPB) განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ქვეშ სულ მცირე 25 ადამიანია დარჩა.

BNPB-ის სპიკერმა აბდულ მუჰარიმ განაცხადა, რომ ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

"ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება."- ამბობს ჯავის გუბერნატორი, რიდვან კამილი.

BNPB-მ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა.


close დახურვა